ლექსიკონი


აბა-და ჰა (ფშ.) - შორისდ. გაკვირვება-გაოცებისა
აბდალი (გურ.) - სულელი
აბდღვერება (ლეჩხ.) - ამტვერება
ადამკოკო (გურ.) - დიდი ხნის ადამიანი
ადლიბოტია (თიან.) - მაღალი, გრძელფეხება ადამიანი
ათაბაბა (ქიზიყ.) - მამ-პაპა
აირუმი (ქართლ.) - უცხვირპირო, უხასიათო, ”ე რა აირუმი ყოფილა”
აკლანჭული (ქიზიყ.) - მაღალი ადამიანი
ალაბალა (რაჭ.) - აყალმაყალი, დავიდარაბა
ალაჯუნე (რაჭ.) - უთავბოლოდ მოსიარულე
ალიკვალი (ქართლ.) - ძალიან მსგავსი
ამელილი (კახ.) - დამწვრის გემოს მქონე
ამიზა (გურ.) - ამისთვის, ამიტომ
ამსალაკა (გურ) - ამ ადგილას
აფუტება (გურ.) - ბოლოს დაყენება
აქნობამდი (ლეჩხ.) - აქამდის, ამ დრომდის
აყლარწული (ქიზიყ.) - უშნოდ ტანაყრილი ადამიანი
აშარი (ქართლ.) - მოჩხუბარი, თავშეუკავებელი, ბოროტი
აწაკურტა (იმერ.) - კუფაბზიკა, პრანჭია
აჭალბუჭულა (ქიზიყ.) - წვრილი ცოლ-შვილი


ბადადო (რაჭ.) - ბაყაყი. ”ჩვენ ჭურში ღვინოო, სხვის ჭურშია ბადადო”
ბადიში (გურ.) - შვილიშვილი
ბაითალი (მოხ.) - ოხერ-ტიალი, ვერანი
ბანდური (გურ.) - უსაქმოდ სიარული, ხეტიალი
ბაღნობა (გურ.) - ბავშვობა
ბენტერი (ქართლ.) - ჩერჩეტი, გამოსულელებული
ბეტლუმი (ქიზიყ.) - უგუნური, მოსულელო. ”ეე, ბეტლუმო, გამაიღვიძე!”
ბზვირი (ქართ.) - შხეფი, წინწკალი. ”ქალმა შემოდგა რძეი და აადუღა, სუ ბზვირს ისვრის”
ბიშტი (ლეჩხ.) - ლენჩი, შტერი
ბობო (მთიულ.) - ობი
ბოლი (გურ.) - ტოტი
ბორბოწია (ხევსურ.) - ქარბორბალა
ბორიო (გურ.) - ნელი ქარი, სიო
ბოყოტი (თუშ.) - ბაყაყი
ბოში (რაჭ.) - გოგო. ”ხყავდეს ცხრა შვილი: ოთხი ბოში და ხუთი ვაჟი”
ბოჭნიერი (იმერ.) - მომჭირნე. ”რძალი ბოჭნიერი ქალი გამოდგა”
ბოჭოჭიე (ლეჩხ.) - ჭიანჭველა
ბოჭოჭუა (მესხ.) - ობობა
ბოჯინჯგალი (იმერ.) - პატარა, ძლივს გადადგმული ნაბიჯი
ბჟოლა (გურ.) - თუთა, თუთის ხე
ბუდუა (გურ.) ნათლია
ბუთქი (მოხ.) - ხშირი ”ბუთქი ტყე დგას”
ბურდღა (გურ.) - ფრინველის ბუმბული
ბურჭალი (იმერ.) - ბავშვთა ცელქობა, თამაში
ბუტრაობა (ქიზიყ.) - ბავშვთა ყირამალა კოტრიალი ლოგინში

ენაში გაფანტული მარგალიტები

რუსთავის 23 სკოლის მოსწავლეები დაინტერსდნენ პროექტით „ენაში გაფანტული მარგალიტები“ და გადაწყვიტეს ჩაბმულიყვნენ მასში